დილის ჯიუ-ჯიცუ (შერეული ჯგუფი)
დაიწყეთ დღე ენერგიულად. ვარჯიში ღიაა ნებისმიერი დონის სპორტსმენისთვის.
განრიგიიშრომე სხვებზე მეტი
დაიწყე უფასო საცდელი ვარჯიშიდაიწყეთ დღე ენერგიულად. ვარჯიში ღიაა ნებისმიერი დონის სპორტსმენისთვის.
განრიგიტრადიციული ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ კიმონოთი. კლასები მოიცავს როგორც საფუძვლებს, ისე სატურნირო მომზადებას.
განრიგიდინამიური სესია მათთვის, ვინც უკვე ფლობს ბაზისურ ტექნიკას და სურს ცოდნის გაღრმავება.
განრიგიჭიდაობა კიმონოს გარეშე. სწრაფი და დინამიური შესავალი სხეულის კონტროლისა და გრეპლინგის ტექნიკაში.
განრიგიმაღალი ინტენსივობის ტექნიკური სესია გამოცდილი სპორტსმენებისთვის. აქცენტი კეთდება რთულ სისტემებსა და თანამედროვე ილეთებზე.
განრიგიუნივერსალური ნო-გი კლასი, სადაც სხვადასხვა დონის წევრები ერთად ხვეწენ მოძრაობისა და სუბმიშენის ტექნიკას.
განრიგივარჯიში 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ვავითარებთ დისციპლინას, თავდაჯერებულობასა და ფიზიკურ მომზადებას უსაფრთხო გარემოში.
განრიგიენერგიული ჭიდაობა და გრეპლინგი ბავშვებისთვის კიმონოს გარეშე. ორიენტირებულია კოორდინაციასა და სხეულის ფლობაზე.
განრიგისპეციალური სივრცე ქალებისთვის ტექნიკური გრეპლინგისა და თავდაცვის შესასწავლად მეგობრულ და გამაძლიერებელ გარემოში.
განრიგიუნიკალური შესაძლებლობა ოჯახური აქტივობისთვის. შეისწავლეთ ჯიუ-ჯიცუს საფუძვლები შვილებთან ერთად სახალისო გარემოში.
განრიგითავისუფალი სპარინგისა და დრილინგის სესია. საუკეთესო დრო გამოცდილების გასაზიარებლად და ტექნიკის დასახვეწად.
განრიგიახალი ხარ BJJ-ში? აქ არის პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.
არა! ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ , არის ყველასთვის! ზოგ ადამიანს ჰგონია , რომ საბრძოლო ხელოვნება მხოლოდ ბავშვებისთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ BJJ-ს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს ბავშვებისთვის, ამჟამად ჩვენ გთავაზობთ ვარჯიშებს მხოლოდ 15 წლის ზემოთ. ყოფილა შემთხვევები როდესაც ვარჯიში 50 ან 60 წლის ასაკშიც დაუწყიათ, თუმცა BJJ-ის მოჩხუბარის საშუალო ასაკი 30 წელია. ასე, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ 18 წლის ხარ თუ 60-ის, ვარჯიშის დაწყება დაგვიანებული არასდროს არ არის!
არა! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მცდარი შეხედულება. სწორედ ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ვარჯიში ჩაგაყენებთ თქვენ ფორმაში. ჩვენი ჯგუფი შედგება განვითარების სხვადასხა დონეზე მყოფი სპორცმენებისგან (მათ შორის დამწყებებიც). ზოგადად ჯიუ ჯიცუს ვარჯიშები ინტენსიურია მაგრამ ჩვენ ისეთი სტრუქტურა გვაქვს განვითარებული, რომ დამწყებისთვისაც შესაძლებელი იყოს პროგრამის შესრულება.
საუკეთესო მიზეზი იმისათვის თუ რატომ უნდა დაიწყო BJJ, არის გართობა. ვარჯიში ასევე დაგეხმარება რომ მოხვიდე უკეთეს ფიზიკურ ფორმაში, გაიჩენ ახალ მეგობრებს და ისწავლი თავდაცვას, რაც უფრო თავდაჯერებულს გაგხდის. ბევრ ადამიანს აღმოუჩენია, რომ BJJ ეხმარება დეპრესიის და სიბრაზის დაძლევაში. ყველას თავისი მიზეზი აქვს თუ რატომ იწყებს ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუს, მაგრამ მთავარია რომ ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას.
BJJ-ის დასაწყებად დაგჭირდებათ სპორტული ტანისამოსი, “თერმო მაისური” არის ოპტიმალური (გთხოვთ თან იქონიოთ ჩუსტები, ვინაიდან გასახდელში ფეხშიშველი სიარული აკრძალულია). ჩვენ გვაქვს ფორმები სახელად “gi” ან კიმანო, ასევე გვაქვს გუნდის ფორმებიც რომლის შეძენაც შეგეძლებათ თუ გადაწყვეტთ გუნდში გაწევრიანებას. დარბაზში ხელმისაწვდომია ონკანის წყალი თუმცა რეკომენდირებულია იქონიოთ საკუთარი ბოთლის წყალი. ცხოვრებაში ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმა დისკომფორტთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ დაიწყებთ ჯიუ ჯიცუს, მალევე მიხვდებით რომ ეს ახალი ნაბიჯი ნამდვილად ბევრის მომცემი და პოზიტიურია. გამოსცადე უფასო საცდელი ვარჯიში და დარწმუნდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ გამოცდილი ხარ თუ დამწყები, ჩვენ გვაქვს თბილისში საუკეთესო ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს დაწესებულება.
კიმანოების სხვდასხვა ბრენდები და ვარიანტები არსებობს, თუმცა მისაღები არის ორი ძირითადი ვარიანტი: ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს კიმანო ან ძიუდოს კიმანო.
ორივე, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ და ძიუდო, წარმოიშვა ძველი სამურაების საბარძოლო ხელოვნებიდან, რომელიც ცნობილი იყო როგორც “ჯუ ჯიცუ”. “ჯუ ჯიცუ” ან „იაპონური ჯიუ ჯიცუ“ მოიცავს დარტყმებს, გდებებს, მოცელვებს და მიწაზე ბრძოლას. თანამედროვე ჯიუ ჯიცუ ძირითადად მიმდინარეობს მიწაზე – მოიცავს გდებებს, მახრჩობელებს და მტკივნეულ ილეთებს, პოზიციურ ბრძოლას და პიროვნების დამორჩილებას.