აბონემენტების პირობები

ლეგიონს აქვს განახლებული ფასების სტრუქტურა, რომელიც სთავაზობს გადახდის სხვადასხვა საშუალებებს არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის.

 მთავარი სიახლე არის უწყვეტი, „ერთგულებისსაგადახდო სტრუქტურის დანერგვაერთგულებისგადახდის ვალდებულების მქონე აბონემენტი არის უწყვეტი გადახდის ვალდებულება მანამ, სანამ ჩვენთან ერთად ვარჯიშობთ, აბონემენტის ვადის ფარგლებში (მაგ., თუ დარეგისტრირდებით 1 იანვარს, თქვენი შემდეგი გადახდის ვალდებულება წარმოიშვება 1 თებერვლიდან, მიუხედავად იმისა, გამოტოვებთ თუ არა რამდენიმე ვარჯიშს შუალედში). ჩვენ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თქვენ არ გაქვთ რაიმე ვალდებულება კონტრაქტით, რომლიდანაც არ შეგიძლიათ გასვლა არჩეული პერიოდის განმავლობაში, (იხილეთ პირობები ქვემოთ).  გეგმები ძირითადად არის სააბონენტო სერვისი გაუქმებამდე (იხ. პირობები ბოლოში). დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს მიმღებს ან Facebook გვერდს.

ძირითადი აბონემენტები :

ძირითადი აბონემენტი (დოლიძე):
შეუზღუდავი 12-თვიანი უწყვეტი გადახდის ვალდებულების მქონე აბონემენტი თვიურად 150 ლარი, (წლიური დანაზოგი 360 ლარი)
შეუზღუდავი თავისუფალი გეგმა, თვიურად 180 GEL, (ვალდებულების გარეშე შეიძლება განახლდეს ან გაუქმდეს სურვილისამებრ).

12 თვიანი ვალდებულების მქონე აბონემენტის პირობები:

– 12 თვიანი ვალდებულების მქონე აბონიმენტი მოითხოვს პირველი და ბოლო თვის წინასწარ გადახდას (სულ 2 თვე). პირველი თვის დასრულების შემდეგ, გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად დროულად ვადების შესაბამისად, ბოლო (მე-12) თვემდე. თუ გადახდა გამოტოვებულია, ბოლო თვის გადასახადი გამოყენებული იქნება გადასახდელი თვის დასაფარად, რის შემდეგაც არსებული 12 თვიანი შეთანხმება გაუქმდება. (რა თქმა უნდა ვარჯიში დაფარული თვეების შესაბამისად ხელმისაწვდომი იქნება).

– 12 თვიანი აბონიმენტის ახლიდან გასააქტიურებლად წევრს მოუწევს 2 თვის ხელახლა წინასწარ დაფარვა, როგორც თავიდან (პირველი და ბოლო თვე).

– 12 თვიან აბონიმენტში გადახდილი თანხები დაბრუნებას არ ექვენმდებარება.

– აბონიმენტი შესაძლოა გაიყინოს ტრავმის გამო, რომელიც ხელს უშლის ვარჯიშს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და განახლდეს იმავე პირობებით (საჭიროა ექიმის ცნობა)

– ფორს-მაჟორული სიტუაციების გათვალისწინება შესაძლებელია, მაგრამ უნდა მოხდეს ლეგიონის პერსონალთან კომუნიკაცია რაც შეიძლება მალე.

– აბონიმენტის გაყინვა შესაძლებელია თუ აბონიმენტში დარჩენილია 2 კვირა ან მეტი. ყოველწლიურად განკუთვნილია 1 კვირამდე გაყინვის დრო, კითხვების გარეშე.

*ადგილის დაზღვევის მიზნით, გთხოვთ დაჯავშნოთ ვარჯიში ერთი დღით ადრე.

გთხოვთ, შეავსოთ ზემოთ მოცემული მომსახურების შეთანხმების ფორმა (დააჭირეთ ღილაკს).