რატომ უნდა ივარჯიშოს ყველა ბავშვმა ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ

შესავალი დღესდღეობით, ციფრული ტექნოლოგიების გარემოცვაში დადგა ისეთი დრო, რომ ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, ვიდრე გარეთ. ამის გამო გარეთ გასვლა, მეგობრების შეძენა და აქტიურად ყოფნა უფრო და უფრო რთული ხდება.  ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ არის იდეალური გზა ბავშვებისთვის რომ გაიცნონ ახალი მეგობრები, ივარჯიშონ და გაატარონ მხიარული დრო. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ივარჯიშოს თქვენმა შვილმა ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ. 1. დაჩაგვრის (ბულინგის) არიდება ბავშვი, რომელიც გამოცდილია ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუში, ადვილად შეძლებს თანატოლი თავდამსხმელის შეჩერებას, რადგან მას განუვითარდება მოწინააღმდეგის მიწაზე გადაყვანის და შემდგომ მისი დამორჩილების შესაძლებლობა.  ამასთან ერთად, ბავშვი გახდება თავდაჯერებული, როცა ის თავისი თავის დაცვის შესაძლებლობაში დარწმუნებული იქნება. საბრძოლო ხელოვნებების სწავლის მთავარი არსი საკუთარი თავის დაცვაა, ის შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად : დარტყმა – როგორიცაა ბოქსი, ტაეკვანდო და ა.შ გრეპლინგი – როგორიცაა ჭიდაობა, ძიუდო, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ და ა.შ ბევრი მიზეზის გამო ხშირ შემთხვევაში დარტყმით თავის დაცვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ჩხუბის დასასრულს ბევრი უარყოფითი რეაქვია მოჰყვება, თანაც ზიანის მიყენების ალბათობა ორივე მხარისთვის დიდია.  გრეპლინგის მეშვეობით კი თავის დაცვას ხშირ შემთხვევაში ერთი შედეგი მოაქვს, მოწინააღმდეგის მიწაზე მოქცევა და მისი სხეულის დამორჩილება, რითაც ზიანის მიყენების შანსი მკვეთრად ეცემა. 2. ახალი მეგობრების შეძენა დღევანდელ სამყაროში, პირისპირ ურთიერთობას ნელ-ნელა ანაცვლებს ციფრული კომუნიკაცია, რაც ბავშვების ურთიერთობაშიც მკაფიოდ აისახება. ბავშვების უმეტესობა ეზოში გასვლის და მათი ენერგიების დახარჯვის ნაცვლად, სხედან სახლში და თანატოლებს მობილურით, ან კომპიუტერით ელაპარაკებიან.  ზუსტად ამ მიზეზის გამო, პირისპირ უერთიერთობის უნარის გასანვითარებლად საჭიროა ბავშვს გარეთ გასვლის მიზეზი მიეცეს. ამის ერთ-ერთი კარგი გზა კი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ვარჯიშია, რაც ბავშვს ენერგიის დახარჯვაშიც და ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარება. 3. სწავლის მიმართ კარგი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს მკაფიოდ გამოკვეთილი განვითარების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული. ეს სისტემა ასწავლის ბავშვებს, რომ ნებისმიერი ჯილდოს დამსახურებას განმეორებადი სწავლა და დისციპლინა სჭირდება.  მაგალითად : ყოველ მოძრაობას სჭირდება განმეორებადი დამუშავება, რათა ის ეფექტურად იყოს გამოყენებული. იგივე შეიძლება ითქვას სკოლის ნებისმიერი საგნის შესწავლაზე. ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს მეშვეობით ბავშვი დაინახავს, რომ ნებისმიერ სფეროში წარმატება განმეორებადი მეცადინეობით/ვარჯშით შესაძლებელია. 4. განვითარებული სხეულის კოორდინაცია და ფლობა ბაზილიური ჯიუ-ჯიცუ სავსეა ისეთი ტექნიკებით, რაც ავითარებს : კოორდინაციას, ელასტიურობას, ბალანსს, ძალას და გამძლეობას.  ამ ტექნიკების სწავლით ბავშვი სხეულის განვითარების ყველა ნაწილს შეეხება, რაც შემდგომ მას სხვა სპორტში საჭიროებისამებრ გამოადგება. დასკვნა როგორც ხედავთ, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ უამრავი მიზეზის გამო არის სასარგებლო. ბავშვები ისწავლიან პრობლემის გადაჭრის უნარებს, გაიგებენ დისციპლინის არსს და შეიძენენ უამრავ მეგობარს. ამასთან ერთად, მათ მოემატებათ თავდაჯერებულობა და თავდაცვის უნარი, რაც მათ თავიდან აარიდებთ საშიშ სიტუაციებს. შესავალი დღესდღეობით, ციფრული ტექნოლოგიების გარემოცვაში დადგა ისეთი დრო, რომ ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, ვიდრე გარეთ. ამის გამო გარეთ გასვლა, მეგობრების შეძენა და აქტიურად ყოფნა უფრო და უფრო რთული ხდება.  ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ არის იდეალური გზა ბავშვებისთვის რომ გაიცნონ ახალი მეგობრები, ივარჯიშონ და გაატარონ მხიარული დრო. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ივარჯიშოს თქვენმა შვილმა ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ. 1. დაჩაგვრის (ბულინგის) არიდება ბავშვი, რომელიც გამოცდილია ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუში, ადვილად შეძლებს თანატოლი თავდამსხმელის შეჩერებას, რადგან მას განუვითარდება მოწინააღმდეგის მიწაზე გადაყვანის და შემდგომ მისი დამორჩილების შესაძლებლობა.  ამასთან ერთად, ბავშვი გახდება თავდაჯერებული, როცა ის თავისი თავის დაცვის შესაძლებლობაში დარწმუნებული იქნება. საბრძოლო ხელოვნებების სწავლის მთავარი არსი საკუთარი თავის დაცვაა, ის შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად : დარტყმა – როგორიცაა ბოქსი, ტაეკვანდო და ა.შ გრეპლინგი – როგორიცაა ჭიდაობა, ძიუდო, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ და ა.შ ბევრი მიზეზის გამო ხშირ შემთხვევაში დარტყმით თავის დაცვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ჩხუბის დასასრულს ბევრი უარყოფითი რეაქვია მოჰყვება, თანაც ზიანის მიყენების ალბათობა ორივე მხარისთვის დიდია.  გრეპლინგის მეშვეობით კი თავის დაცვას ხშირ შემთხვევაში ერთი შედეგი მოაქვს, მოწინააღმდეგის მიწაზე მოქცევა და მისი სხეულის დამორჩილება, რითაც ზიანის მიყენების შანსი მკვეთრად ეცემა. 2. ახალი მეგობრების შეძენა დღევანდელ სამყაროში, პირისპირ ურთიერთობას ნელ-ნელა ანაცვლებს ციფრული კომუნიკაცია, რაც ბავშვების ურთიერთობაშიც მკაფიოდ აისახება. ბავშვების უმეტესობა ეზოში გასვლის და მათი ენერგიების დახარჯვის ნაცვლად, სხედან სახლში და თანატოლებს მობილურით, ან კომპიუტერით ელაპარაკებიან.  ზუსტად ამ მიზეზის გამო, პირისპირ უერთიერთობის უნარის გასანვითარებლად საჭიროა ბავშვს გარეთ გასვლის მიზეზი მიეცეს. ამის ერთ-ერთი კარგი გზა კი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ვარჯიშია, რაც ბავშვს ენერგიის დახარჯვაშიც და ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარება. 3. სწავლის მიმართ კარგი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს მკაფიოდ გამოკვეთილი განვითარების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული. ეს სისტემა ასწავლის ბავშვებს, რომ ნებისმიერი ჯილდოს დამსახურებას განმეორებადი სწავლა და დისციპლინა სჭირდება.  მაგალითად : ყოველ მოძრაობას სჭირდება განმეორებადი დამუშავება, რათა ის ეფექტურად იყოს გამოყენებული. იგივე შეიძლება ითქვას სკოლის ნებისმიერი საგნის შესწავლაზე. ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს მეშვეობით ბავშვი დაინახავს, რომ ნებისმიერ სფეროში წარმატება განმეორებადი მეცადინეობით/ვარჯშით შესაძლებელია. 4. განვითარებული სხეულის კოორდინაცია და ფლობა ბაზილიური ჯიუ-ჯიცუ სავსეა ისეთი ტექნიკებით, რაც ავითარებს : კოორდინაციას, ელასტიურობას, ბალანსს, ძალას და გამძლეობას.  ამ ტექნიკების სწავლით ბავშვი სხეულის განვითარების ყველა ნაწილს შეეხება, რაც შემდგომ მას სხვა სპორტში საჭიროებისამებრ გამოადგება. დასკვნა როგორც ხედავთ, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ უამრავი მიზეზის გამო არის სასარგებლო. ბავშვები ისწავლიან პრობლემის გადაჭრის უნარებს, გაიგებენ დისციპლინის არსს და შეიძენენ უამრავ მეგობარს. ამასთან ერთად, მათ მოემატებათ თავდაჯერებულობა და თავდაცვის უნარი, რაც მათ თავიდან აარიდებთ საშიშ სიტუაციებს. შესავალი დღესდღეობით, ციფრული ტექნოლოგიების გარემოცვაში დადგა ისეთი დრო, რომ ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, ვიდრე გარეთ. ამის გამო გარეთ გასვლა, მეგობრების შეძენა და აქტიურად ყოფნა უფრო და უფრო რთული ხდება.  ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ არის იდეალური გზა ბავშვებისთვის რომ გაიცნონ ახალი მეგობრები, ივარჯიშონ და გაატარონ მხიარული დრო. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ივარჯიშოს თქვენმა შვილმა ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ. 1. დაჩაგვრის (ბულინგის) არიდება ბავშვი, რომელიც გამოცდილია ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუში, ადვილად შეძლებს თანატოლი თავდამსხმელის შეჩერებას, რადგან მას განუვითარდება მოწინააღმდეგის მიწაზე გადაყვანის და შემდგომ მისი დამორჩილების შესაძლებლობა.  ამასთან ერთად, ბავშვი გახდება თავდაჯერებული, როცა ის თავისი თავის დაცვის შესაძლებლობაში დარწმუნებული იქნება. საბრძოლო ხელოვნებების სწავლის მთავარი არსი საკუთარი თავის დაცვაა, ის შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად : დარტყმა – როგორიცაა ბოქსი, ტაეკვანდო და ა.შ გრეპლინგი – როგორიცაა ჭიდაობა, ძიუდო, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ და ა.შ ბევრი მიზეზის გამო ხშირ შემთხვევაში დარტყმით თავის დაცვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ჩხუბის დასასრულს ბევრი უარყოფითი რეაქვია მოჰყვება, თანაც ზიანის მიყენების ალბათობა ორივე მხარისთვის დიდია.  გრეპლინგის მეშვეობით კი თავის დაცვას ხშირ შემთხვევაში ერთი შედეგი მოაქვს, მოწინააღმდეგის მიწაზე მოქცევა და მისი სხეულის დამორჩილება, რითაც ზიანის მიყენების შანსი მკვეთრად ეცემა. 2. ახალი მეგობრების შეძენა დღევანდელ სამყაროში, პირისპირ ურთიერთობას ნელ-ნელა ანაცვლებს ციფრული კომუნიკაცია, რაც ბავშვების ურთიერთობაშიც მკაფიოდ აისახება. ბავშვების უმეტესობა ეზოში გასვლის და მათი ენერგიების დახარჯვის ნაცვლად, სხედან სახლში და თანატოლებს მობილურით, ან კომპიუტერით ელაპარაკებიან.  ზუსტად ამ მიზეზის გამო, პირისპირ უერთიერთობის უნარის გასანვითარებლად საჭიროა ბავშვს გარეთ გასვლის მიზეზი მიეცეს. ამის ერთ-ერთი კარგი გზა კი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ვარჯიშია, რაც ბავშვს ენერგიის დახარჯვაშიც და ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარება. 3. სწავლის მიმართ კარგი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს მკაფიოდ გამოკვეთილი განვითარების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული. ეს სისტემა … Read more

ბრაზილირუი ჯიუ ჯიცუს (ბჯჯ) 6 ძირითადი პოზიცია

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან განსხვავებით, გამოირჩევა მისი მრავალფეროვანი პოზიციებით და ტექნიკებით, რის გამოც დამწყებ ადამიანს მისი შესწავლა ძალიან რთული და დამაბნეველი ეჩვენება. ეს კი მართლაც ასეა, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ მოიცავს 6 ძირითადად პოზიციას, ამ თითოეულ პოზიციაში კი თქვენ უნდა იცოდეთ მუშაობა როგორც ქვემოდან და ზემოდან, ისე მარცხენა და მარჯვენა მხრიდან. დაამატეთ ამას ასობით სხვადასხვანაირი ტექნიკა ყველა პოზიციიდან და მიხვდებით რატომ აღიქმება ეს სპორტი ასე რთულად. შესაბამისად, ჩნდება კითხვა:როგორ შეიძლება ვისწავლოთ ჯიუ ჯიცუს საწყისი ეტაპები ისე, რომ არ დავიბნეთ? პასუხი 6 ძირითადი პოზიციის შესწავლაში მდგომარეობს. ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს 6 ძირითადი პოზიცია თუ შეხედავ ნებისმიერი ბჯჯ-ს შერკინებას, დაინახავთ რომ მეტოქეები თავიანთი დროის 90%-ს ამ პოზოცოებში ატარებენ: 1ა:  ჩაკეტილი დაცვა (ანუ Full Guard) ფეხები შემოხვეულია მოწინააღმდეგის წელზე. ქვემოთ მყოფი იცავს თავს, ზემოთ მყოფი უტევს და ცდილობს გაცდეს შემოხვეულ ფეხებს(Guard break and pass). 1ბ: ღია დაცვა (ანუ Open Guard) ქვემოთ მყოფის ფეხები დევს მოწინააღმდეგის თეძოებზე, მისი მიზანია არ გაცდეს მოწინააღმდეგე თავის ფეხებს. ზემოთ მყოფნის მიზანი კი მოწინააღმდეგის ფეხების გაცდენაა. 1გ: ნახევარ დაცვა (ანუ Half Guard) ქვემოთ მყოფი იჭერს მოწინააღმდეგის ერთ ფეხს, მისი მიზანია დაიბრუნოს სრული დაცვა ან გადავიდეს ზემოთ. ზემოთ მყოფი ცდილობს გაინთავისუფლოს დამწყვდეული ფეხი და გადავიდეს უკეთეს პოზიციაში. 2: გვერდითა კონტროლი (ანუ Side Control) ზემოთ მყოფი გაცდა მოწინააღმდეგის ფეხებს და თავისი წონით გაქვავებული ყავს ის ერთ ადგილზე. მისი მიზანია გადავიდეს უკეთესს პოზიციაში, ან დაასრულოს ბრძოლა. ქვემოთ მყოფნის მიზანია გამოძვრეს ამ პოზიციდაან და გადავიდეს დაცვაში(Guard). 3: მუხლი მუცელზე (ანუ Knee on the Belly) ზემოთ მყოფის წონა მიმართულია მუხლით მოწიააღმდეგეზე, რაც მას მოძრაობაში უშლის ხელს. ქვემოთ მყოფის მიზანი გამოძვრეს უსაფრთხოდ ამ პოზიციიდან. 4: მაუნთი (ანუ Mount) ზემოთ მყოფი უტევს ან ცდილობს გადავიდეს უკეთესს პოზიციაში. ქვემოთ მყოფი ცდილობს ამ პოზიციიდან გამოძრომას. 5: ზურგის აღება (ანუ Rear Mount) ზურგის ამღები არის იდეალურ პოზიციაში რომ დაამთავროს შერკინება. ამ პოზიციაში მოწინააღმდეგეს მოგების დაბალი შანსი აქვს 6: კუ (ანუ Turtle) კუ-ში მყოფი ცდილობს გადავიდეს უკეთესს პოზიციაში და ამასთამ ნება არ მიცეს მოწინააღმდეგს რომ შეძლოს მისი კონტროლი. ზემოთ მყოფი კი პირიქით, ცდილობს აყვეს მოწინაარმდეგეს და გადაიყვანოს ის მისთვის სასურველ პოზიციაში. ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს პოზიციური იერარქია ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ძირითადი სტრატეგია პოზიციურ უპირატესობაში მდგომარეობს, ზემოთ ხსენებული პოზიციბი კი ზუსტად ამას განსაზღვრავს.                        დასკვნა როგორც დააკვირდით იყო მოწინააღმდეგეზე ზემოდან უკეთესია ვიდრე პირიქით. ამიტომ, სპარინგის დროს შეეცადეთ : 1. მიხვდეთ რომელ პოზიციაში მდებარეობთ, დაუსვით თქვენს თავს კითხვა: რომელი პოზიციაა ეს? რისი გაკეთება შემიძლია აქედან? როგორ შეიძლება გადავადიდე ჩემთვის სასურველ პოზიციაში? 2.ყოველთვის ნაბიჯ ნაბიჯ გადახვიდეთ თქვენთვის უპირატესს პოზიციაში (პოზიციური იერარქიის მიხედვით). მაგალითად რამოდენიმე სტრატეგიაა : Guard—> Side Control—-> Knee on the Mount—–> Mount–>Rear Mount ან Guard—> Side Control—->Mount—>Rear Mount რა თქმა უნდა ამ გადასვლებსაც თავისი შესაბამისი ტექნიკის სწავლა ჭირდება, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში ისწავლით, დასაწყისთვის კი ზემოთხსენებულ პუნქტებს მიაქციეთ ყურადღება.

ძიუდოს განვითარების მომავალი იაპონიის ნაციონალური გუნდის მაგალითზე

ძიუდო ყოველთვის იყო ოლიმპიური მედლების სანდო წყარო იაპონელებისთვის მისი პირველად 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ჩატარების დღიდან. თუმცა ეს ეჭვის ქვეშ დადგა ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. პირველად იაპონიის მამაკაცთა გუნდმა ვერცერთ წონით კატეგორიაში ვერ მოიგო ოქრო. ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ იაპონიის ძიუდოს ნაციონალური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა კოსეი ინოიუ. ეს პოზიცია ყოველთვის მძიმე ტვირთი იყო. თუმცა ლონდონში მათი სამარცხვინო მარცხის შემდეგ შესაძლებელია ტვირთი გაორმაგდა კიდეც ინოიუსთვის. ინოიუს ლონდონის თამაშებზე მარცხისთვის თავის მართლება არ დაუწყია და განაცხადა, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მან განაცხადა: „რამდენიმე ფაქტორი იყო ჩვენი მარცხის მიზეზი. ისინი შეიძლება დაიყოს მენტალურ, ტექნიკურ და ფიზიკურ ფაქტორებად. თუმცა კონკრეტულად ერთ მიზეზს ვერ დაბრალდება ყველაფერი“. ინოიუ ფიქრობს, რომ იაპონიაში ძიუდო ზედმეტად ჩათრეული იყო ტრადიციულ აზროვნებაში, მაშინ როცა სპორტი სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ინოიუმ თქვა, რომ იაპონიაში ძიუდო ვერ მიზდევდა მსოფლიოში გავრცელებულ ტრენდს. ინოიუმ თქვა: „მსოფლიო სწრაფად პროგრესირებს. საჭიროა ამის ამოცნობა. იაპონიის ძიუდო ცდილობდა მიყოლოდა თავის მეთოდებს, თითქოს იაპონია იყო ყველაფრის ამოსავალი წერტილი.“ შესაძებელია თავისი ახალგაზრდობის წყალობით ინოიუს გაუადვილდა მოქნილი მიდგომის გამოყენება და არ შეეშინდა შეეცვალა თავისი წვრთნის მეთოდები. იგი ფიქრობს, რომ 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ ევროპაში გატარებულმა დრომ ხელი შეუწყო ამ მენტალიტეტის გაღვივებას. ინოიუ თავს წარმატებულ ძიუდოკად მიიჩნევს, რადგან გაიმარჯვა ოლიმპიადაზე, მრავალ ნაციონალურ და მსოფლიო ჩემპიონატებზე. თუმცა ევროპის გამოცდილებამ თავმდაბლობა ასწავლა, მას შემდეგ რაც ვერ დაიცვა ტიტული 2004 წლის ათენის თამაშებზე. მან თქვა: „მე ამაყი ვიყავი იმით, რასაც მივაღწიე. მაგრამ, როგორც კი დავტოვე ჩემი ქვეყანა ვერ ვიგებდი ვერც ენას და ვერც გარემოს. ევროპაში წვრთნის მეთოდი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ერთი საფეხურით ქვემოთ ვიყავი. თავიდან ძალიან გამიჭირდა შეგუება, თუმცა ნელ-ნელა მივხვდი, რომ არ ვიყავი ბოლომდე განვითარებული და არაფერი არ ვიცოდი. ამიტომ, როცა მეკითხებიან ხოლმე, რა იყო ყველაზე კარგი გამოცდილება საზღვარგარეთ, ვპასუხობ, რომ მივხვდი რამდენად უვიცი ვიყავი.“ სწორედ ამიტომ კოსეი ინოიუ ნაციონალურ გუნდს ავარჯიშებდა ოკინავა სუმოსა და ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუში, რათა გაეზარდა სპორტსმენების არსენალი. შედეგად, რიოს 2016 ოლიმპიურ თამაშებზე იაპონიის ძიუდოს ნაციონალურმა გუნდმა 12 მედალი მოიპოვა, 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ეს არის ყველაზე მეტი მედალი, რაც კი იაპონიის ნაციონალურ გუნდს ოდესმე მოუგია ერთ ოლიმპიურ თამაშზე. წყარო: www.bjjee.com

მწვრთნელის სწორად შერჩევის აუცილებლობა!

ჩვენი ბავშვების ფიზიკური აღზრდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გონებრივი. ეს მნიშვნელოვანია არამარტო მათი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ ადამიანებთან ურთიერთობის სასწავლად, განუვითარდებათ დისციპლინა, გუნდური მუშაობის უნარები და ემპათია. მწვრთნელი დიდ როლს ასრულებს ამ ყველაფერში. ბავშვებს ექნებათ მწვრთნელის პატივისცემა, დააკვირდებიან მის ყოველ ქცევას და ამის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ მორალური ღირებულებები. შესაბამისად, ბავშვი სწორად რომ განვითარდეს, საჭიროა შევარჩიოთ ამ საქმისთვის შესაფერისი მწვრთნელი. როგორ გადავწყვიტოთ თუ რომელ მწვრთნელს ვანდოთ ჩვენი ბავშვის მომავალი? მიიღეთ რჩევები ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად ვითვალისწინებთ სხვის რჩევებს, იქნება ეს ჩვენი ახლო ნაცნობი თუ ვინმე უცხო სოციალურ ქსელში. ამით შევძლებთ საძიებო დიაპაზონი შევავიწროვოთ. როდესაც ეს მწვრთნელის შერჩევას ეხება, აუცილებელია ვკითხოთ სხვა მშობლებს, თუ რამდენად კმაყოფილები არიან მწვრთნელის წვრთნის მეთოდით, მოსწონთ თუ არა ბავშვებს გარემოცვა, ხშირად იღებენ თუ არა რაიმე სახის დაზიანებას, იღებენ თუ არა სიამოვნებას სპორტისგან, ვითარდებიან თუ არა სპორტში და შეიძინეს თუ არა მეგობრები. მას შემდეგ, რაც შეარჩევთ მწვრთნელს, გადაწყვიტავთ ბავშვი მიიყვანოთ მასთან. თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება და თავად უნდა დარწმუნდეთ მწვრთნელის პროფესიონალიზმში. ინფორმაცია მწვრთნელის შესახებ ყველა ტიპის სპორტს აქვს თავისი სპეციფიკური ინდიკატორი, რითაც შეძლებთ მწვრთნელის ცოდნის დონის განსაზღვრას. მაგალითისთვის, საბრძოლო ხელოვნებების უმეტესობას აქვს ქამრების იერარქია. თუ სხვა ტიპის სპორტზეა საუბარი, მაშინ დაინტერესდით რა ტიპის შეჯიბრებებში აქვს მიღებული მონაწილეობა და რა არის მათი მიღწევები. პროფესიონალი მწვრთნელების უმეტესობას ასეთი ტიპის შეკითხვებთან პრობლემა არ ექნება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ზრდილობიანად კითხოთ. აღნიშნული ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ შეძლებს თუ არა მწვრთნელი თქვენი შვილისთვის ცოდნის გადაცემას. კიდევ ერთი დელიკატური საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის, იცის თუ არა მწვრთნელმა პირველადი დახმარების გაწევა. ნებისმიერი ტიპის სპორტი რისკის მატარებელია და მწვრთნელს უნდა შეეძლოს ხელოვნური სუნთქვის და გულის არაპირდაპირი მასაჟის გაკეთება, იცოდეს როგორ მოიქცეს მოტეხილობის ან თავის ტრამვის დროს და ა.შ. რათქმაუნდა გამარჯვებაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობაა, ამიტომ თამამად დაუსვით ეს შეკითხვა. დაინტერესდით სწავლების როგორი სტილი აქვს არჩეული მწვრთნელს, აღმზრდელობითი თუ მკაცრი დისციპლინის სტილი. აღნიშნული უკვე თქვენს ინდივიდუალურ სურვილზეა დამოკიდებული, თუ რა არის თქვენთვის მისაღები. ასევე მნიშვნელოვანია რამდენად კარგი ახსნის უნარი აქვს მწვრთნელს. იყო გამოცდილი გარკვეულ დისციპლინაში არ ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი. ამ ორი კრიტერიუმით შეფასებისთვის დაესწარით ღია გაკვეთილებს. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენმა შვილმა მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში, კითხეთ მწვრთნელს, თუ რა შეჯიბრებებში აქვს მონაწილეობა მიღებული, რა მიღწევები აქვს, ხელს უწყობს თუ არა აკადემია, კლუბი მოსწავლეების შეჯიბრებებში ჩართვას და რა მიღწევები აქვთ მათ. გახსოვდეთ, მსოფლიო ჩემპიონთან ბავშვის მიყვანა არ ნიშნავს, რომ ისიც ჩემპიონი გახდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის პირდაპირი კავშირი ჩემპიონობასა და კარგ მწვრთნელობას/მასწავლებლობას შორის. გაითვალისწინეთ შვილის აზრი თქვენი შვილის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან გავლენას იქონიებს მის პროგრესზე არჩეულ დისციპლინაში. რა სტილიც არ უნდა ქონდეს არჩეული მწვრთნელს, უნდა იზრუნოს, რომ შექმნას მეგობრული, ოჯახური გარემო. მან ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას, უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და თუ რამეს დაუშავებენ თავიანთი გუნდის წევრს, თავიანთ პროგრესზეც უარყოფით გავლენას იქონიებენ. მთლიანობაში, მთავარია თქვენი შვილი იყოს ბედნიერი, ამიტომაც ყოველთვის გაითვალისწინეთ მისი აზრი.

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ფარული უპირატესობა

ზოგადი მიმოხილვა ბრაზილიური ჯიუ ჯუცუ მეტია ვიდრე სპორტი. იგი მეტია ვიდრე საბრძოლო ხელოვნება.ეს სწორედ ის გზაა , რომლითაც შეგიძლია ცხობრების წესი შეცვალო.შესაძლოა ხშირადაც გსმენიათ ჯიუ ჯიცუს ცხოვრების სტილზე,მაგრამ გაქჩენიათ კითხვა თუ რეალურად რას უნდა ნიშნავდეს ეს? ბრაზიულიური ჯიუ ჯიცუს უპირატესობა ცდება ყველანაირ ზღვარს , რისი დანახვაც თქვენ შეგიძლიათ! ჯიუ ჯიცუ ჯიუ ჯიცუ მოქნილობის ხელოვნებაა. იგი მოიცავს უიარაღოდ მუშაობის ტექნიკას,ესეიგი ჯიუ ჯიცუ ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებაა ,რომლის ძირითად პრინციპსაც  წარმოადგენს “რბილი”, “დამყოლი” მოძრაობები. ძირითადი პრინციპი ჯიუ ჯიცუს ძირითად პრინციპს წარმოადგენს შემდეგი რამ- “არ წახვიდე პირდაპირ დაპირისპირებაზე, რათა გაიმარჯვო”, არ შეეწინააღმდეგო, არამედ დაჰყევი მოწინააღმდეგის ზეწოლას, მხოლოდ მიმართე მისი მოქმედება საჭირო მიმართულებით მანამდე, სანამ ის ხაფანგში არ აღმოჩნდება და მხოლოდ მაშინ მოაქციე მოწინააღმდეგის ძალა და მოქმედება მისვე საწინააღმდეგოდ. ფილოსოფიური საფუძველი სიცოცხლის მანძილზე ადამიანი აშენებს თავისივე „ციხესიმაგრის“ ოთხ ძირითად კედელს,ესენია: ჯანმრთელობა; გარემოცვასთან ურთიერთობა; ცოდნა და მუშაობა; სულიერება ეს დებულება იმას გულისხმობს , რომ ერთი რომელიმე კედლის დაცემამაც შეიძლება ადამიანის ცხოვრება დაანგრიოს! ამიტომ ამ ოთხი შემადგენლობის ფორმულირება და ათვისება ადრეულ ასაკიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვს ზრდასრულ ცხოვრებაში შესვლისას ჰქონდეს პიროვნული სიმყარე და “ციხესიმაგრე” ძლიერი საძირკველით. ჯიუ-ჯიცუს ვარჯიშები კი ჩამოუყალიბებს მდგრად, მამაცურ ხასიათს და სრულყოფს ადამიანის საუკეთესო თვისებებს. ძირითადი ნიშანთვისებები არსებობს ჯიუ-ჯიცუს მრავალი სახესხვაობა, რაც იწვევს მიდგომის მრავალფეროვნებას. ჯიუ-ჯიცუს სკოლებს შეუძლიათ გამოიყენონ ბრძოლის ყველა ფორმა ამა თუ იმ ხარისხით (ე.ი. გდებები, დაჭერები, მოტეხვები, დაკავებები, გამოდევნები, კბენები, გამონთავისუფლებები, დარტყმები ხელით, დარტყმები ფეხით).ჯიუ-ჯიცუს ტექნიკა კომბინირებას უკეთებს გდებებს, ტეხვებს, ხჩობებს, მტკივნეულ ილეთებს, მტკივნეულ წერტილებზე ზემოქმედებას.თანამედროვე ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ძირითადი მიზანია , ჩამოაყალიბოს ისეთი პიროვნება , რომლსაც შეეძლება საკუთარი თუ მის ირგვლის მყოფი საყვარელი ადამიანების დაცვა. ბრაზიულიური ჯიუ ჯიცუ ხელს უწყობს განავითაროს ადამიანში შემდეგი დებულებები: თვით დაცვა მოქნილობა გაუმჯობესებული ფიტნესი,ძალა და გამძლეობა ნაკლებად დაძაბული და მეტად კონცენტრილებული თვით დაჯერებულობა რა განასხვავებს ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუს სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან?   თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ რეალურად განსხვავდება სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან. მაგალითად ისეთი საბრძოლო ხელობნება როგორიცაა : ტაეკვანდო ან კარატე , ეს სახეობები ძირითადად ორიენტირებული არიან ზუსტ დარტყმაზე, სიჩქარეზე და სიძლიერეზე, მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად გამოსადეგარია ,როდესაც შენ ზურგზე წევხარ. ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ ფუნდამენტალურად განსხვავდება სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან. როდესაც სხვა საბრძოლო ხელოვნება ძლიერ ორიენტირებულია სიძლიერეზე და სისწრაფეზე , ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ დიდ ყურადღებას აქცევს მოქნილობას და ელასტიურობას.