ხშირად დასმული კითხვები

დაგვიანებული ხომ არ არის ჩემთვის ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუს ვარჯიშის დაწყება?

არა! ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ , არის ყველასთვის!  ზოგ ადამიანს ჰგონია , რომ საბრძოლო ხელოვნება მხოლოდ ბავშვებისთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ BJJ-ს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს ბავშვებისთვის, ამჟამად ჩვენ გთავაზობთ ვარჯიშებს მხოლოდ 15 წლის ზემოთ. ყოფილა შემთხვევები როდესაც  ვარჯიში 50 ან 60 წლის ასაკშიც დაუწყიათ, თუმცა BJJ-ის მოჩხუბარის საშუალო ასაკი 30 წელია. ასე, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ 18 წლის ხარ თუ 60-ის, ვარჯიშის დაწყება დაგვიანებული არასდროს არ არის!

საჭიროა თუ არა BJJ-ის დაწყებამდე სპორტულ ფორმაში ყოფნა?

არა! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მცდარი შეხედულება. სწორედ ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ვარჯიში ჩაგაყენებთ თქვენ ფორმაში. ჩვენი ჯგუფი შედგება განვითარების სხვადასხა დონეზე მყოფი სპორცმენებისგან (მათ შორის დამწყებებიც). ზოგადად ჯიუ ჯიცუს ვარჯიშები ინტენსიურია მაგრამ ჩვენ ისეთი სტრუქტურა გვაქვს განვითარებული, რომ დამწყებისთვისაც შესაძლებელი იყოს პროგრამის შესრულება.

რა არის ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ვარჯიშების უპირატესობა?

საუკეთესო მიზეზი იმისათვის თუ რატომ უნდა დაიწყო BJJ, არის გართობა. ვარჯიში ასევე დაგეხმარება რომ მოხვიდე უკეთეს ფიზიკურ ფორმაში, გაიჩენ ახალ მეგობრებს და  ისწავლი თავდაცვას, რაც უფრო თავდაჯერებულს გაგხდის. ბევრ ადამიანს აღმოუჩენია, რომ BJJ ეხმარება დეპრესიის და სიბრაზის დაძლევაში. ყველას თავისი მიზეზი აქვს თუ რატომ იწყებს ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუს, მაგრამ მთავარია რომ ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას.

რა მჭირდება იმისთვის, რომ დავიწყო ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ვარჯიში?

BJJ-ის დასაწყებად დაგჭირდებათ სპორტული ტანისამოსი, “თერმო მაისური” არის ოპტიმალური (გთხოვთ თან იქონიოთ ჩუსტები, ვინაიდან გასახდელში ფეხშიშველი სიარული აკრძალულია). ჩვენ გვაქვს ფორმები სახელად “gi” ან კიმანო, ასევე გვაქვს გუნდის ფორმებიც რომლის შეძენაც შეგეძლებათ თუ გადაწყვეტთ გუნდში გაწევრიანებას. დარბაზში ხელმისაწვდომია ონკანის წყალი თუმცა რეკომენდირებულია იქონიოთ საკუთარი ბოთლის წყალი. ცხოვრებაში ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმა დისკომფორტთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ დაიწყებთ ჯიუ ჯიცუს, მალევე მიხვდებით რომ ეს ახალი ნაბიჯი ნამდვილად ბევრის მომცემი და პოზიტიურია. გამოსცადე უფასო საცდელი ვარჯიში და დარწმუნდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ გამოცდილი ხარ თუ დამწყები, ჩვენ გვაქვს თბილისში საუკეთესო ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს დაწესებულება.

რომელი კიმანო დამჭირდება ბრაზილიური ჯიუ ჯიცუსთვის?

კიმანოების სხვდასხვა ბრენდები და ვარიანტები არსებობს, თუმცა მისაღები არის ორი ძირითადი ვარიანტი: ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს კიმანო ან ძიუდოს კიმანო.

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს კიმანო

რა განსხვავებაა ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუსა და იაპონურ ჯიუ ჯიცუს შორის?

ორივე, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ და ძიუდო, წარმოიშვა ძველი სამურაების საბარძოლო ხელოვნებიდან, რომელიც ცნობილი იყო როგორც “ჯუ ჯიცუ”.  “ჯუ ჯიცუ” ან „იაპონური ჯიუ ჯიცუ“ მოიცავს დარტყმებს, გდებებს, მოცელვებს და მიწაზე ბრძოლას. თანამედროვე ჯიუ ჯიცუ ძირითადად მიმდინარეობს მიწაზე – მოიცავს გდებებს, მახრჩობელებს და მტკივნეულ ილეთებს, პოზიციურ ბრძოლას და პიროვნების დამორჩილებას.

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ფარული უპირატესობა