bjj-ge

ზოგადი მიმოხილვა

ბრაზილიური ჯიუ ჯუცუ მეტია ვიდრე სპორტი. იგი მეტია ვიდრე საბრძოლო ხელოვნება.ეს სწორედ ის გზაა , რომლითაც შეგიძლია ცხობრების წესი შეცვალო.შესაძლოა ხშირადაც გსმენიათ ჯიუ ჯიცუს ცხოვრების სტილზე,მაგრამ გაქჩენიათ კითხვა თუ რეალურად რას უნდა ნიშნავდეს ეს? ბრაზიულიური ჯიუ ჯიცუს უპირატესობა ცდება ყველანაირ ზღვარს , რისი დანახვაც თქვენ შეგიძლიათ!

ჯიუ ჯიცუ

ჯიუ ჯიცუ მოქნილობის ხელოვნებაა. იგი მოიცავს უიარაღოდ მუშაობის ტექნიკას,ესეიგი ჯიუ ჯიცუ ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებაა ,რომლის ძირითად პრინციპსაც  წარმოადგენს “რბილი”, “დამყოლი” მოძრაობები.

BJJ web desktop

ძირითადი პრინციპი

ჯიუ ჯიცუს ძირითად პრინციპს წარმოადგენს შემდეგი რამ- “არ წახვიდე პირდაპირ დაპირისპირებაზე, რათა გაიმარჯვო”, არ შეეწინააღმდეგო, არამედ დაჰყევი მოწინააღმდეგის ზეწოლას, მხოლოდ მიმართე მისი მოქმედება საჭირო მიმართულებით მანამდე, სანამ ის ხაფანგში არ აღმოჩნდება და მხოლოდ მაშინ მოაქციე მოწინააღმდეგის ძალა და მოქმედება მისვე საწინააღმდეგოდ.

Jiu Jitsu v2

ფილოსოფიური საფუძველი

სიცოცხლის მანძილზე ადამიანი აშენებს თავისივე „ციხესიმაგრის“ ოთხ ძირითად კედელს,ესენია:

  • ჯანმრთელობა;
  • გარემოცვასთან ურთიერთობა;
  • ცოდნა და მუშაობა;
  • სულიერება

ეს დებულება იმას გულისხმობს , რომ ერთი რომელიმე კედლის დაცემამაც შეიძლება ადამიანის ცხოვრება დაანგრიოს! ამიტომ ამ ოთხი შემადგენლობის ფორმულირება და ათვისება ადრეულ ასაკიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვს ზრდასრულ ცხოვრებაში შესვლისას ჰქონდეს პიროვნული სიმყარე და “ციხესიმაგრე” ძლიერი საძირკველით. ჯიუ-ჯიცუს ვარჯიშები კი ჩამოუყალიბებს მდგრად, მამაცურ ხასიათს და სრულყოფს ადამიანის საუკეთესო თვისებებს.

Legion

ძირითადი ნიშანთვისებები

არსებობს ჯიუ-ჯიცუს მრავალი სახესხვაობა, რაც იწვევს მიდგომის მრავალფეროვნებას. ჯიუ-ჯიცუს სკოლებს შეუძლიათ გამოიყენონ ბრძოლის ყველა ფორმა ამა თუ იმ ხარისხით (ე.ი. გდებები, დაჭერები, მოტეხვები, დაკავებები, გამოდევნები, კბენები, გამონთავისუფლებები, დარტყმები ხელით, დარტყმები ფეხით).ჯიუ-ჯიცუს ტექნიკა კომბინირებას უკეთებს გდებებს, ტეხვებს, ხჩობებს, მტკივნეულ ილეთებს, მტკივნეულ წერტილებზე ზემოქმედებას.თანამედროვე ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ძირითადი მიზანია , ჩამოაყალიბოს ისეთი პიროვნება , რომლსაც შეეძლება საკუთარი თუ მის ირგვლის მყოფი საყვარელი ადამიანების დაცვა.

ბრაზიულიური ჯიუ ჯიცუ ხელს უწყობს განავითაროს ადამიანში შემდეგი დებულებები:

  • თვით დაცვა
  • მოქნილობა
  • გაუმჯობესებული ფიტნესი,ძალა და გამძლეობა
  • ნაკლებად დაძაბული და მეტად კონცენტრილებული
  • თვით დაჯერებულობა

Bjj for kids

რა განასხვავებს ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუს სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან?

 

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ რეალურად განსხვავდება სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან. მაგალითად ისეთი საბრძოლო ხელობნება როგორიცაა : ტაეკვანდო ან კარატე , ეს სახეობები ძირითადად ორიენტირებული არიან ზუსტ დარტყმაზე, სიჩქარეზე და სიძლიერეზე, მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად გამოსადეგარია ,როდესაც შენ ზურგზე წევხარ. ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ ფუნდამენტალურად განსხვავდება სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან. როდესაც სხვა საბრძოლო ხელოვნება ძლიერ ორიენტირებულია სიძლიერეზე და სისწრაფეზე , ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ დიდ ყურადღებას აქცევს მოქნილობას და ელასტიურობას.

LEGION
ბრაზილიურიჯიუ ჯიცუს
29 ვიქტორ დოლიძე
10 იოანე პეტრიწი