ბრაზილირუი ჯიუ ჯიცუს (ბჯჯ) 6 ძირითადი პოზიცია

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან განსხვავებით, გამოირჩევა მისი მრავალფეროვანი პოზიციებით და ტექნიკებით, რის გამოც დამწყებ ადამიანს მისი შესწავლა ძალიან რთული და დამაბნეველი ეჩვენება.

ეს კი მართლაც ასეა, ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ მოიცავს 6 ძირითადად პოზიციას, ამ თითოეულ პოზიციაში კი თქვენ უნდა იცოდეთ მუშაობა როგორც ქვემოდან და ზემოდან, ისე მარცხენა და მარჯვენა მხრიდან. დაამატეთ ამას ასობით სხვადასხვანაირი ტექნიკა ყველა პოზიციიდან და მიხვდებით რატომ აღიქმება ეს სპორტი ასე რთულად.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა:როგორ შეიძლება ვისწავლოთ ჯიუ ჯიცუს საწყისი ეტაპები ისე, რომ არ დავიბნეთ? პასუხი 6 ძირითადი პოზიციის შესწავლაში მდგომარეობს.

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს 6 ძირითადი პოზიცია

თუ შეხედავ ნებისმიერი ბჯჯ-ს შერკინებას, დაინახავთ რომ მეტოქეები თავიანთი დროის 90%-ს ამ პოზოცოებში ატარებენ:

1ა:  ჩაკეტილი დაცვა (ანუ Full Guard) ფეხები შემოხვეულია მოწინააღმდეგის წელზე. ქვემოთ მყოფი იცავს თავს, ზემოთ მყოფი უტევს და ცდილობს გაცდეს შემოხვეულ ფეხებს(Guard break and pass).

1ბ: ღია დაცვა (ანუ Open Guard)

ქვემოთ მყოფის ფეხები დევს მოწინააღმდეგის თეძოებზე, მისი მიზანია არ გაცდეს მოწინააღმდეგე თავის ფეხებს.

ზემოთ მყოფნის მიზანი კი მოწინააღმდეგის ფეხების გაცდენაა.

1გ: ნახევარ დაცვა (ანუ Half Guard)

ქვემოთ მყოფი იჭერს მოწინააღმდეგის ერთ ფეხს, მისი მიზანია დაიბრუნოს სრული დაცვა ან გადავიდეს ზემოთ.

ზემოთ მყოფი ცდილობს გაინთავისუფლოს დამწყვდეული ფეხი და გადავიდეს უკეთეს პოზიციაში.

2: გვერდითა კონტროლი (ანუ Side Control)

ზემოთ მყოფი გაცდა მოწინააღმდეგის ფეხებს და თავისი წონით გაქვავებული ყავს ის ერთ ადგილზე. მისი მიზანია გადავიდეს უკეთესს პოზიციაში, ან დაასრულოს ბრძოლა.

ქვემოთ მყოფნის მიზანია გამოძვრეს ამ პოზიციდაან და გადავიდეს დაცვაში(Guard).

3: მუხლი მუცელზე (ანუ Knee on the Belly)

ზემოთ მყოფის წონა მიმართულია მუხლით მოწიააღმდეგეზე, რაც მას მოძრაობაში უშლის ხელს.

ქვემოთ მყოფის მიზანი გამოძვრეს უსაფრთხოდ ამ პოზიციიდან.

4: მაუნთი (ანუ Mount)

ზემოთ მყოფი უტევს ან ცდილობს გადავიდეს უკეთესს პოზიციაში.

ქვემოთ მყოფი ცდილობს ამ პოზიციიდან გამოძრომას.

5: ზურგის აღება (ანუ Rear Mount)

ზურგის ამღები არის იდეალურ პოზიციაში რომ დაამთავროს შერკინება. ამ პოზიციაში მოწინააღმდეგეს მოგების დაბალი შანსი აქვს

6: კუ (ანუ Turtle)

კუ-ში მყოფი ცდილობს გადავიდეს უკეთესს პოზიციაში და ამასთამ ნება არ მიცეს მოწინააღმდეგს რომ შეძლოს მისი კონტროლი.
ზემოთ მყოფი კი პირიქით, ცდილობს აყვეს მოწინაარმდეგეს და გადაიყვანოს ის მისთვის სასურველ პოზიციაში.

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს პოზიციური იერარქია

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ძირითადი სტრატეგია პოზიციურ უპირატესობაში მდგომარეობს, ზემოთ ხსენებული პოზიციბი კი ზუსტად ამას განსაზღვრავს.

Brazilian Jiu Jitsu Positions
ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს პოზიციები

                      

დასკვნა

როგორც დააკვირდით იყო მოწინააღმდეგეზე ზემოდან უკეთესია ვიდრე პირიქით. ამიტომ, სპარინგის დროს შეეცადეთ :

1. მიხვდეთ რომელ პოზიციაში მდებარეობთ, დაუსვით თქვენს თავს კითხვა: რომელი პოზიციაა ეს? რისი გაკეთება შემიძლია აქედან? როგორ შეიძლება გადავადიდე ჩემთვის სასურველ პოზიციაში?

2.ყოველთვის ნაბიჯ ნაბიჯ გადახვიდეთ თქვენთვის უპირატესს პოზიციაში (პოზიციური იერარქიის მიხედვით). მაგალითად რამოდენიმე სტრატეგიაა :

Guard—> Side Control—-> Knee on the Mount—–> Mount–>Rear Mount

ან

Guard—> Side Control—->Mount—>Rear Mount

რა თქმა უნდა ამ გადასვლებსაც თავისი შესაბამისი ტექნიკის სწავლა ჭირდება, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში ისწავლით, დასაწყისთვის კი ზემოთხსენებულ პუნქტებს მიაქციეთ ყურადღება.

 

Leave a Comment