ძიუდო ყოველთვის იყო ოლიმპიური მედლების სანდო წყარო იაპონელებისთვის მისი პირველად 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ჩატარების დღიდან. თუმცა ეს ეჭვის ქვეშ დადგა ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. პირველად იაპონიის მამაკაცთა გუნდმა ვერცერთ წონით კატეგორიაში ვერ მოიგო ოქრო. ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ იაპონიის ძიუდოს ნაციონალური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა კოსეი ინოიუ. ეს პოზიცია ყოველთვის მძიმე ტვირთი იყო. თუმცა ლონდონში მათი სამარცხვინო მარცხის შემდეგ შესაძლებელია ტვირთი გაორმაგდა კიდეც ინოიუსთვის. ინოიუს ლონდონის თამაშებზე მარცხისთვის თავის მართლება არ დაუწყია და განაცხადა, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მან განაცხადა:
„რამდენიმე ფაქტორი იყო ჩვენი მარცხის მიზეზი. ისინი შეიძლება დაიყოს მენტალურ, ტექნიკურ და ფიზიკურ ფაქტორებად. თუმცა კონკრეტულად ერთ მიზეზს ვერ დაბრალდება ყველაფერი“.
ინოიუ ფიქრობს, რომ იაპონიაში ძიუდო ზედმეტად ჩათრეული იყო ტრადიციულ აზროვნებაში, მაშინ როცა სპორტი სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ინოიუმ თქვა, რომ იაპონიაში ძიუდო ვერ მიზდევდა მსოფლიოში გავრცელებულ ტრენდს. ინოიუმ თქვა:
„მსოფლიო სწრაფად პროგრესირებს. საჭიროა ამის ამოცნობა. იაპონიის ძიუდო ცდილობდა მიყოლოდა თავის მეთოდებს, თითქოს იაპონია იყო ყველაფრის ამოსავალი წერტილი.“
შესაძებელია თავისი ახალგაზრდობის წყალობით ინოიუს გაუადვილდა მოქნილი მიდგომის გამოყენება და არ შეეშინდა შეეცვალა თავისი წვრთნის მეთოდები. იგი ფიქრობს, რომ 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ ევროპაში გატარებულმა დრომ ხელი შეუწყო ამ მენტალიტეტის გაღვივებას. ინოიუ თავს წარმატებულ ძიუდოკად მიიჩნევს, რადგან გაიმარჯვა ოლიმპიადაზე, მრავალ ნაციონალურ და მსოფლიო ჩემპიონატებზე. თუმცა ევროპის გამოცდილებამ თავმდაბლობა ასწავლა, მას შემდეგ რაც ვერ დაიცვა ტიტული 2004 წლის ათენის თამაშებზე. მან თქვა:
„მე ამაყი ვიყავი იმით, რასაც მივაღწიე. მაგრამ, როგორც კი დავტოვე ჩემი ქვეყანა ვერ ვიგებდი ვერც ენას და ვერც გარემოს. ევროპაში წვრთნის მეთოდი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ერთი საფეხურით ქვემოთ ვიყავი. თავიდან ძალიან გამიჭირდა შეგუება, თუმცა ნელ-ნელა მივხვდი, რომ არ ვიყავი ბოლომდე განვითარებული და არაფერი არ ვიცოდი. ამიტომ, როცა მეკითხებიან ხოლმე, რა იყო ყველაზე კარგი გამოცდილება საზღვარგარეთ, ვპასუხობ, რომ მივხვდი რამდენად უვიცი ვიყავი.“
სწორედ ამიტომ კოსეი ინოიუ ნაციონალურ გუნდს ავარჯიშებდა ოკინავა სუმოსა და ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუში, რათა გაეზარდა სპორტსმენების არსენალი. შედეგად, რიოს 2016 ოლიმპიურ თამაშებზე იაპონიის ძიუდოს ნაციონალურმა გუნდმა 12 მედალი მოიპოვა, 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ეს არის ყველაზე მეტი მედალი, რაც კი იაპონიის ნაციონალურ გუნდს ოდესმე მოუგია ერთ ოლიმპიურ თამაშზე.
წყარო: www.bjjee.com